Saturday, April 9, 2016

მეხუთე დღის რეფლექსია

მიმდინარე მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით...

Sunday, March 27, 2016

მესამე დღის რეფლექსია

                     

ეს მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა სტანდარტების, მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვების, ან განმავითარებელი შეფასების ფორმების გამოყენება რამდენიმე თვალსაზრისით, როგორიცა  პროექტის ამოცანები და მიზნები, მოსწავლეზე ორიენტირებული უნარ-ჩვევების გასავითარებლად.

Thursday, July 22, 2010

1. პროექტის სახელწოდება: ქ. ზუგდიდის დადიანისეული სასახლისა და მუზეუმის გზამკვლევის შექმნა

2. პროექტის მიზანი: მოსწავლეებს ვასწავლი, თუ როგორ შექმნან ისტორიულ ძეგლთა გზამკვლევი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ისტორიული ძეგლის- ქ. ზუგდიდის დადიანისეული სასახლისა და მუზეუმის მაგალითზე.

3. პროექტის მოკლე აღწერა: ეს პროექტი ითვალისწინებს დადიანისეული სასახლისა და მუზეუმის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას სხვადასხვა წყაროებიდან (ენციკლოპოდია, სამეცნიერო ლიტერატურა ხალხში არსებული თქმულებები და გადმოცემები ამ ძეგლთან დაკავშირებით, ისტ გამოყენება ინფორმაციების, სქემების და ფოტო -ილუსტრაციების შესაქმნელად) და გზამკვლევის შექმნას.

4. პროექტის სრული აღწერა: მოსწავლეები ამოიწერენ ინფორმაციებს საქართველოს რომელ კუთხეში მდებარეობს ეს ძეგლი, ამ ძეგლის გარდა, ახლომახლო კიდევ რისი ნახვა შეუძლია მოგზაურს, რას წარმოადგენს თვით ეს ძეგლი, რომელ საუკუნეშია აგებული? რა განსაკუთრებული ადგილი უჭირავს კულტურის ისტორიაში? როგორია ძეგლის არქიტექტურა? როგორი იყო ადრე და რა არის დღეს შემონახული. გზამკვლევში მოსწავლეები ჩართავენ სიტყვიერი ინფორმაციის საილუსტრაციო ფოტოსურათებს (ფოტოები თავადაც შეუძლიათ გადაიღონ). ასევე მოსწავლეები ჩართავენ რუკას, რომელზეც აღნიშნული იქნება ეს ძეგლი, მის სიახლოვეს მდებარე პუნქტები, ძეგლთან მისასვლელი გზა(შესაძლებელია ასეთი რუკა თავადაც შეადგინონ).

5. მონაწილის ასაკი:13- 15(7-8-9-კლასები)

6. ვადების ხანგრძლივობა : 2010 წლის -ნოემბერი, 2011 წლის -მაისი.

7. პროექტის აქტივობები: მოსწავლეები კლასში მოაწყობენ მოძიებული მასალის განხილვას, შეარჩევენ მნიშვნელოვან მასალებს გზამკვლევისათვის, მოაწყობენ ფოტომასალის გამოფენას, ამოარჩევენ ფოტოებს გამოსაქვეყნებლად, გაერთიანებულად იმუშავებენ საბოლოო ვარიანტისათვის.  

8. მოსალოდნელიშედეგები: მოსწავლეებს დაუგროვდებათ ცოდნა თუ როგო უნდა შექმნან გზამკვლელი. რა და რა სამუშაოები ჩაატარონ, როგორ მოიპოვონ ინფორმაციები, ვის მიმართონ დახმარებისათვის. რა მასალები შეიძლება გამოიყენონ და გადაამუშაონ, მორგებულად გამოიყენონ ისტ-ს შესაძლებლობები, რათა კვლევის, მოძიებისა, ანალიზისა და სინთეზისპროცესები მიზანმიმართულად წარმართონ და ბოლოს დასრულებული დიზაინით მიიღონ ეს პროდუქტი: ტრიადა და მასალები ბლოგზე.

9.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულსასწავლო გეგმასთან კავშირი: 1. ისტორიასთან-მოსწავლეები იმუშავებენ ისტორიულ წყაროებზე, დაახარისხებენ ამ მასალებს და მოკლე ისტორიას დაწერენ. 2 გეოგრაფიასთან-დაადგენენ გეოგრაფიული პუნქტების მდებარეობას და შეადგენენ რუკას. 3. ხელოვნებასთან-შეისწავლიან ძეგლის არქიტექტურულ თავისებურებასა და გაეცნობიან მის არქიტექტორებს.ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი გამოიხატება მოსწავლეთა დადგენილი სტანდარტის შედეგების მიღწევაში არსებული ინდიკატორების მიხედვით.

10. სარგებელი სხვისთვის: ტრიადის დახმარებით ქალაქში ჩამოსული სტუმარი ადვილად გაიკვლევს გზას ძეგლისაკენ, ხოლო მიღებული პროდუქტის ბლოგზე დადების შედეგად ბევრი ადამიანი გაეცნობა ამ ძეგლს საზღვარგარეთ, რაც გაზრდის ტურისტების რაოდენობას

11. მონაწილეები სხვა სკოლიდან: რუხის საჯარო სკოლა.

12.პროექტის ფასილიტატორი: მირანდა გუგუჩია.

13. ფასილიტატორის ელ.ფოსტა: miranda.guguchia@gmail.com