2. პროექტის მიზანი: მოსწავლეებს ვასწავლი, თუ როგორ შექმნან ისტორიულ ძეგლთა გზამკვლევი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ისტორიული ძეგლის- ქ. ზუგდიდის დადიანისეული სასახლისა და მუზეუმის მაგალითზე.
3. პროექტის მოკლე აღწერა: ეს პროექტი ითვალისწინებს დადიანისეული სასახლისა და მუზეუმის შესახებ ინფორმაციის შეგროვებას სხვადასხვა წყაროებიდან (ენციკლოპოდია, სამეცნიერო ლიტერატურა ხალხში არსებული თქმულებები და გადმოცემები ამ ძეგლთან დაკავშირებით, ისტ გამოყენება ინფორმაციების, სქემების და ფოტო -ილუსტრაციების შესაქმნელად) და გზამკვლევის შექმნას.
5. მონაწილის ასაკი:13- 15(7-8-9-კლასები)
6. ვადების ხანგრძლივობა : 2010 წლის -ნოემბერი, 2011 წლის -მაისი.
8. მოსალოდნელიშედეგები: მოსწავლეებს დაუგროვდებათ ცოდნა თუ როგო უნდა შექმნან გზამკვლელი. რა და რა სამუშაოები ჩაატარონ, როგორ მოიპოვონ ინფორმაციები, ვის მიმართონ დახმარებისათვის. რა მასალები შეიძლება გამოიყენონ და გადაამუშაონ, მორგებულად გამოიყენონ ისტ-ს შესაძლებლობები, რათა კვლევის, მოძიებისა, ანალიზისა და სინთეზისპროცესები მიზანმიმართულად წარმართონ და ბოლოს დასრულებული დიზაინით მიიღონ ეს პროდუქტი: ტრიადა და მასალები ბლოგზე.
9.საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულსასწავლო გეგმასთან კავშირი: 1. ისტორიასთან-მოსწავლეები იმუშავებენ ისტორიულ წყაროებზე, დაახარისხებენ ამ მასალებს და მოკლე ისტორიას დაწერენ. 2 გეოგრაფიასთან-დაადგენენ გეოგრაფიული პუნქტების მდებარეობას და შეადგენენ რუკას. 3. ხელოვნებასთან-შეისწავლიან ძეგლის არქიტექტურულ თავისებურებასა და გაეცნობიან მის არქიტექტორებს.ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი გამოიხატება მოსწავლეთა დადგენილი სტანდარტის შედეგების მიღწევაში არსებული ინდიკატორების მიხედვით.
10. სარგებელი სხვისთვის: ტრიადის დახმარებით ქალაქში ჩამოსული სტუმარი ადვილად გაიკვლევს გზას ძეგლისაკენ, ხოლო მიღებული პროდუქტის ბლოგზე დადების შედეგად ბევრი ადამიანი გაეცნობა ამ ძეგლს საზღვარგარეთ, რაც გაზრდის ტურისტების რაოდენობას
11. მონაწილეები სხვა სკოლიდან: რუხის საჯარო სკოლა.
12.პროექტის ფასილიტატორი: მირანდა გუგუჩია.
13. ფასილიტატორის ელ.ფოსტა: miranda.guguchia@gmail.com